"გაზაფხულია ჩემთვის აპრილი, როცა სიცოცხლე მიწიდან ჟონავს" - ნახეთ, რა ლექსებით იწყებენ აპრილს ხელოვანები

nato da tarieli

აპრილი დაიწყო და ხელოვანებმა, სოციალურ ქსელში გაზაფხულის ლექსები გამოჰფინეს.

"პრაიმტაიმი" ნატო გელაშვილის და ტარიელ ხარხლაურის ლექსებს გთავაზობთ.

 

ტარიელ ხარხელაური

როგორც ეტყობა – გაზაფხულს
ისევ უშენოდ მოვილევ,
ალბათ,
სწორია, სამყარომ
ერთად ვერ გვზიდა ორივე.
მე ვერ შემბედა,
საწუთრო ვერანაირად მომიკლა,
გარს მივლის,
მეფოლორცება,
ჩამოტეხილ მხარს მილოკავს.
გულს ვერც ეს ფოლორცი ალბობს, ვერც მზის მალული ცინება,
დღეს ან ხვალ,
იცის ტიალმა,
უშენოდ მომეწყინება.
ბარგს შევკრავ,
ვიცი,
გრიგალი მალულად გაიქილიკებს, ერთხელღა ამოვიბღავლებ,
მერე შენს ნავალ ბილიკებს
მოვძებნი,
გულში ჩავიხვევ – ნისლივით დავეწურები,
ქარი ჩემს საფლავს წააყრის
მტვერს შენი ნაფეხურების.
როგორც ეტყობა –
გაზაფხულს
ისევ უშენოდ მოვილევ,
ალბათ, სწორია სამყარო…
ერთად ვერ გვზიდა ორივე!

ნატო გელაშვილი

გაზაფხულია ჩემთვის აპრილი...როცა კვირტების იწყება თოვაროს...

სურნელება ცამდე აწვდილისულში აღვიძებს.. იმედის გროვას..

გაზაფხულია ჩემთვის აპრილი.როცა ბუნება სილაღით გტორავს,

რომ... სიყვარულის გახდე ვამპირი.. რომ.. სისხლმა იწყოს ვენებში ქროლვა..

გაზაფხულია.. ჩემთვის აპრილი.. როცა სიცოცხლე მიწიდან ჟონავს

ამოხეთქილი ყოჩივარდებით.. მიმოფანტული იების კონად,

გაზაფხულია.. ჩემთვის აპრილი....როცა იმედის იღვიძებს გროვა...

რომ სიყვარული.. ცამდე აწვდილი ...მთელი არსებით... გწამდეს... რომ მოვა.