ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდეა... - კანონი, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდა
1761082146
ფინეთში ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ჩანახატი აღმოაჩინეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნახატი შემთხვევით, ჰელსინკის „ატენეუმის“ მუზეუმში ახალი გამოფენისთვის მზადების დროს იპოვეს. ესკიზი დაახლოებით 80 წლის განმავლობაში ფინეთის ეროვნული ბიბლიოთეკის საწყობში, მხატვრის პორტფოლიოში ინახებოდა.
ჩანახატი გუსტავ კლიმტის ერთადერთი ორიგინალი ნამუშევარია ქვეყნის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, ის კლიმტის დაკარგული ნახატის, „მეგობრების“ ესკიზია, რომელიც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს გაანადგურეს. ნახატი ფანქრითაა შესრულებული.