„ეს მომენტი უკვე დადგა! საქართველოში ვბრუნდები და პირდაპირ „ეშმაკის სამოთხეში“ შევდივარ...“ - რა გეგმები აქვს რეზო ჩხიკვიშვილს

რეზო ჩხიკვიშვილი

რეზო ჩხიკვიშვილი გერმანიის "გრილოს" სახელობის თეატრს დაემშვიდობა, სადაც 30 წელი მოღვაწეობდა... სამომავლო გეგმებზე თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული სახე სამომავლო გეგმებზე „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.

- ჯერ კიდევ არ ვარ იმ ემოციებიდან გამოსული, ადამიანებისგან იმდენად სითბო და სიყვარული მივიღე, კეთილგანწყობა ხომ თითოეული მათგანისგან მახსოვს, მაგრამ ამჯერად ეს სიყვარული ერთიანად, თაიგულივით მორთმეული იყო...

საღამოზე ჩემგან არათუ ანგარიშის ჩაბარება, არამედ, მთელი ჩემი ცხოვრება იყო ჩატეული, ბავშვობიდან მოყოლებული... ყველაფერს ვყვებოდი, ვცდილობდი, ყველასთვის საუკეთესო განწყობა შემექმნა, საღამო სიმღერებთან ერთად იყო შეჯერებული. გერმანიის მრავალი ქალაქიდან იყვნენ ჩამოსულები, სხვა სახელმწიფოებიდან, ბელგიიდანაც კი... ყველაზე კარგი იყო, გერმანიაში რომ ქართულ კულტურას, საქართველოს კულტურულ ჭრილში რომ წარმოვადგენდი. ამიტომ გამეხარდა ეს შეჯამება! იმის დანახვა, თუ როგორ დააფასეს გერმანელებმა ქართველი ხელოვანი საზღვარგარეთ, რამდენად დიდი სიყვარული და პატივისცემა აგრძნობინეს.

- ადრე ამბობდით, როდესაც გერმანიის თეატრს დავემშვიდობები, მეტი დრო მექნება, სამშობლოში ვიყოო...

- ჩემს ცხოვრებაში ახალი, მრავალფეროვანი ეტაპი იწყება. როდესაც თეატრში ვიყავი, გუნდურობის პრინციპით ვმოქმედებდი, ახლა თავისუფალი ვარ და ქართული პროექტებისთვის მეტი დრო გამომიჩნდება... საქართველოში ბოლოს სამი წლის წინ ვიყავი. ახლა ჩამოვდივარ და პირდაპირ ქართულ მხატვრულ ფილმში - "ეშმაკის სამოთხე" შევდივარ... ფილმს ხათუნა ვაშაძე იღებს. ასევე, მიწვევა მაქვს ძალიან საინტერესო სერიალებში.

"ეშმაკის სამოთხე" ფსიქოლოგიური დრამაა... ფილმში მონაწილეობენ - ეკა ანდრონიკაშვილი, ნინო მუმლაძე, ია სუხიტაშვილი, ზურა ყიფშიძე, რამაზ იოსელიანი, რომა რცხილაძე, აპოლონ კუბლაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი, გიორგი აზნაური... ამდენი სტრესიდან სასიამოვნო, ქართულ "სტრესში" გადავდივარ. აი, ასე შემოვდივარ სამშობლოში - უდიდესი სიხარულით!

მე ყოველთვის ვამბობდი, დავბრუნდები-მეთქი და ეს მომენტი უკვე დადგა! ნახეთ სრულად

ასევე ნახეთ:

👉 „ტვინი ვეღარ აღიქვამდა საფრთხეს, გული შენელებული მქონდა და მეგონა მოვკვდებოდი“ - რას ჰყვება ცნობილი მსახიობების შვილი გადატანილ ჯანმრთელობის პრობლემაზე

👉 „ბავშვი ჩვენ ვიპოვეთ, თუმცა ასე მარტივად, მიხვიდე და გამოგლიჯო, ასე არ ხდება“ - ემოციური ამბავი

👉 ნათია თოდუას ოჯახური იდილია ბათუმში - ნახეთ, პატარა ჰუგოს ფოტოები

👉 VIDEO: დაუჯერებელი კადრები დიდი დიღმიდან - რა ხდებოდა წვიმის დროს ქუჩებში