"ეს ჯადოქარი ბიჭი მაბედნიერებს!... ვერც კი აღვწერ, რა ბედნიერი ვარ!.." - ნახეთ, რა დაატრიალა გიორგი გიგაშვილმა

gigashvili

ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტი გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალისტი გახდა! 33 კონკურსანტიდან, ჟიურის გადაწყვეტილებით, გიორგი ექვსეულშია. კონკურსი 1974 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ, თელ-ავივში იმართება. 
ფაქტით გაბედნიერებული ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქზე ემოციებს გვიზიარებს.

ნიკოლოზ რაჭველი: გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტიააააა!!!!!!!
იცით, ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე უსაზღვროდ პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა, თან მას შემდეგ, რაც 7-8 მარტის აქციების დარბევაშიც მოყვა და გაზის კაფსულებს, თუ წყლის ჭავლს ვერც ერთ დღეს გადაურჩა… მერე გაფრინდა თელ-ავივში, პირველი და მეორე ტურის ურთულესი პროგრამები ბრწყინვალედ დაუკრა და მსოფლიოს წამყვან ახალგაზრდა პიანისტთა შორის ღირსეული ადგილი მოიპოვა!!!
ვერც კი აღვწერ, რა ბედნიერი ვარ!!!

პატარა იყო გიორგი მუსიკალურ პროექტ "ანა ბანაში" რომ გამოჩნდა. იქ თან უკრავდა და თან მღეროდა. 

მარინა ბერიძე: თვალის დადგმა მეხერხება. პატარა იყო თვალი რომ დავადგი.

ძალიან მიყვარს ეს უნიჭიერესი ბიჭი, ეს ჯადოქარი ბიჭი მაბედნიერებს! უკიდეგანო ნიჭის და უკიდეგანო შესაძლებლობების მუსიკოსია. თან თავისი ქვეყნის პატრიოტი.