ეროვნულმა არქივმა ვაჟა-ფშაველას შესახებ მულტიმედიური გამოფენა მოამზადა

ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველას შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მულტიმედიურ ფორმატში მოამზადა.

ონლაინექსპოზიცია ეროვნულ არქივში დაცულ მრავალფეროვან მასალას მოიცავს – მისი დაბადების ჩანაწერს, ავტოგრაფულ ხელნაწერებს, ფოტოებს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მის მოღვაწეობას, აუდიოწიგნებს, 100 წლის საიუბილეოდ 1961 წელს შექმნილ კინოსიუჟეტს, წიგნებსა და სხვა საარქივო მასალას.

მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) თავის დაბადების თარიღად 1862 წლის 15 მაისს მიიჩნევდა, ამის მიუხედავად, დღემდე მის ბიოგრაფიაში დამკვიდრებული თარიღი 1861 წლის 14 ივლისია (ძველი სტილით).

მულტიმედიური გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე.

წყარო: 1tv.ge