ერეკლე საღლიანი საოპერაციოდ თურქეთში მიემგზარება - "ეს ერთიანი ძალისხმევით ხდება..."

erekle sagliani

ერეკლე საღლიანი საოპერაციოდ ემზადება. პოეტი 31 აგვისტოს ცოლ-შვილთან ერთად თურქეთში გაემგზავრება.

ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმს" პოეტის და, მანანა საღლიანი აწვდის.

მანანა საღლიანი: - ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. 

განწყობით მხნედ არის, საკმაოდ კარგად ხვდება ოპერაციისთვის მზადებას. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ეს ასეა.

ერთი ოპერაცია გაუკეთდება.

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ერეკლესთვის თავი შეიწუხა.

ერეკლეს გამგზავრება ჩვენი საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით ხდება. ოჯახის და ერეკლეს სახელით, დიდ მადლობას გიხდით ყველას, მათ შორის თქვენ.

შეგახსენებთ, პოეტი და საზოგადო მოღვაწე ორი თვის წინ გამოკვლევების ჩასატარებლად სტამბოლში იმყოფებოდა. თურქმა მედიკოსებმა მას დაუსვეს დიაგნოზი - ტრემორი.

"ბოლოს უკვე იმ დონეზე დამძიმდა, რომ ვერც წერს. როგორ წარმოგიდგენიათ, ერეკლე საღლიანი წერას რომ ვერ შეძლებს?! აქამდე ერთ ხელს მეორეს აშველებდა და რაღაც ფორმით მაინც ახერხებდა წერას. უკვე წყლის დალევა და საკვების მიღებაც აღარ შეუძლია დამოუკიდებლად" - 21 ივლისისთვის მოცემულ ინტერვიუში გიყვებოდა საღლიანის ახლობელი.