დათო მაღრაძის ახალი პოეტური კრებული „ობიანი ყველი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია

ობიანი ყველი

დათო მაღრაძის ახალი პოეტური კრებული „ობიანი ყველი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია. როგორც ავტორი წერს, ეს წიგნი - თხუთმეტი ლექსისგან შემდგარი, კიდევ ერთს მთხოვდაო და... ამდენად, თქვენ წინაშეა ლექსების ციკლი „თხუთმეტნახევარი“.

კრებულში თავმოყრილი ლექსები თანამედროვე მოვლენების ერთგვარი გამოხმაურება, შეფასება და მომავლის ფართო პრიზმაში დანახვის მცდელობაა. „მომავალს წარსულში არ დავემალები“ - ასეთია პოეტის განაცხადი და რადგან შელამაზებული სიმართლე სიმართლე აღარ არის, პოეტი ცდილობს, დრამატიზმთან შერწყმული სარკაზმ-იუმორით ის უფრო სარწმუნო, საინტერესო და დასაფიქრებლად ღირებული გახადოს... ეს კი საძნელო და საფრთხილო საქმეა, „თავის მოძიებაც“ არ არის ხუმრობა, არც „ახალ იარაზე“ წერა და უბრალო სიტყვბის ლექსებად გადაქცევაა ადვილი.

და მაინც, შეიძლება ითქვას, რომ ამ „თხუთმეტნახევარი“ ლექსით პოეტის „განზრახვა“ „ჰაერში არ დარჩენილა“ და ეგებ ის მკითხველისთვის ერთგვარი „სულის მოთქმა“ აღმოჩნდეს. წიგნის შეძენა შეგიძლიათ „ბიბლუსის“ მაღაზიებში.