ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მოგება გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა

ლუი

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მოგება გარდაცვლილ შვილს, ქსანას მიუძღვნა.

2015 წელს, როცა ლუის ენრიკეს „ბარსელონამ“ ფინალში „იუვენტუსი“ დაამარცხა, ქსანამ ბერლინის ოლიმპიური სტადიონის მოედნის ცენტრში „ბარსელონას“ დროშა დაარჭო.

ქსანა ავადმყოფობის გამო 9 წლის ასაკში გარდაიცვალა. 10 წლის შემდეგ „ინტერთან“ ფინალში კი, ლუის ენრიკე მოედანზე იყო მაისურით, რომელსაც ეწერა: „მინდა, კიდევ ერთი დროშა დავარჭო“.

ლუის ენრიკემ ეს მოახერხა, ახლა ის ამაყია, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავს. შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ „ინტერი“ 5:0 გაანადგურა და ფინალში ასეთი სხვაობით აქამდე არავის მოუგია.