1730738460
ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრისტის“ აუქციონზე შეძენილი იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ეროვნულ მუზეუმში განთავსდა
ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრისტის“ აუქციონზე შეძენილი იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განთავსდა.
ხელნაწერი საქართველოში დღეს ჩამოიტანეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხელნაწერის ჩამოტანისას იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ასევე სასულიერო პირები.
იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი თავდაპირველად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში გამოიფინება და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, ხოლო შემდეგ მის დეტალურად შესწავლაზე მეცნიერები იმუშავებენ.
ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 11 ივნისს „კრისტის“ აუქციონზე მილიონ 250 ათას ფუნტ-სტერლინგად შეიძინა.