პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ჩვენი თეატრისთვის 11 აპრილი მძიმე დღეა. დღეს ეს შემზარავი ამბავი მოხდა, მოულოდნელად ბესო მეგრელიშვილი დავკარგეთ და... ჩვენი მსახიობის, კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა..." - "პრაიმტაიმთან" ამბობს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.
იმას, რასაც ჩვენ, ადამიანები შემთხვევითობას მივაწერთ, განგებისგან არის, იმ დიდი დრამატურგიის ნაწილია, რაშიც ვმონაწილეობთ. ჰოდა, თურმე, ასე „დაემთხვა“, რომ ბესოს რეჟისორმა ბოლოს ანტონ კათალიკოსის როლი მისცა და აღდგომის შემდეგ რეპეტიციები უნდა განახლებულიყო. მსახიობი კი, სწორედ ვნების კვირაში აღესრულა... კათალიკოსის როლზე მუშაობის პერიოდში.
დიმიტრი ხვთისიაშვილი: - „ავ მუსაიფში“ ანტონ კათალიკოსის როლი მივეცი. ხუმრობდა, ხო, აბა რა, ჩემზე წმინდანი ამქვეყნად არისო.
მაღალ წნევას უჩიოდა. ექიმთან წადი-მეთქი, ვუთხარი. ამ მხრივ ურჩობდა, მოუთვინიერებელი იყო. ამიტომ დავაძალე. სახიფათო ასაკში ხარ (58 წლის იყო), თან შენი ჩავარდნა, როლების გამო, არ შეიძლება-მეთქი, ვეუბნებოდი. აღდგომის მერე მივალო.
22 აპრილს „ჭორიკანა ქალებში“ უნდა ეთამაშა. რეპერტუარში სამი სპექტაკლი იყო მისი მონაწილეობით. 31 მარტს და 1 აპრილს ითამაშა, 180 ჰქონდა წნევა 31 მარტის სპექტაკლის წინ და ჩემს კაბინეტში იწვა. დავუწიეთ წნევა და ითამაშა. 4 აპრილს კი, „მე ვხედავ მზეზე“ ვეღარ მოვიდა. დარეკა, მაღალი წნევა მაქვს, მაბარბაცებსო და დუბლიორი გამოვიძახეთ. მხოლოდ ამ სპექტაკლში ჰყავდა დუბლიორი. სულო ცოდვილო, ბოლომდე არ დავუჯერე, რადგან დუბლიორის იმედი ჰქონდა-მეთქი, ვიფიქრე, ეტყობა, თავს უფლება მისცა არ მოსულიყო-მეთქი. ვაფრთხილებდი, ხომ იცი, აღდგომა მოდის, სმისგან თავს გაუფრთხილდი, წნევებს არ უხდება, 22 აპრილს ვერ შეგცვლი და ფეხზე უნდა იყო-მეთქი. აღარ ვსვამ უკვეო, მითხრა.
მოკლედ, მის მეუღლეს, მსახიობ ეკა თვაურს ვესაუბრე. როგორც ჩანს, ამ მაღალი წნევების დროს იყო ინსულტისმაგვარი რამ, არ ჩააგდო, მაგრამ როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო და ინფარქტი განვითარდა.
ბესო მიშა გომიაშვილის ძმისშვილი იყო. ბესოს მამა და მიშა ნახევარ ძმები იყვნენ, დედით ერთნი. მიშამ გვიან ჩააბარა და ინსტიტუტში ჯგუფელები იყვნენ, მეგობრობდნენ. ლილი იოსელიანის ჯგუფში იყვნენ - ბესო, მიშა, გია როინიშვილი, ლელა ალიბეგაშვილი... მიშას სიკვდილის შემდეგ, ბესო ძალიან აიჭრა, თითქოს მოტყდა და ასე გაჰყვა კუდში.
მარჯანიშვილში მიშას ხსოვნის საღამო იყო გუშინ და რომ ვიკითხე, ბესო არ მისულა. მივხვდი, რომ ცუდად იყო. დილით მისმა ძმამ დამირეკა და ასეთი სამწუხარო ამბავი მითხრა.
ბიძის მსგავსად მრავალცოლიანი იყო. სამი შვილი ჰყავს. ბოჰემა და ამგვარი პირადი ცხოვრება, ადამიანს აზარალებს, ხომ იცით...
მასთან სულიერი სიახლოვე მქონდა. ახალგაზრდობიდან ვმეგობრობდით. ახმეტელის თეატრში თამაშის დროს პოპულარობის ზენიტში იყო. პრიზები აქვს მიღებული.
ჩვენს დასში ნამდვილად ერთ-ერთი მკაფიოდ გამორჩეული მსახიობი იყო. სერიალებსა და ფილმებშიც აქტიურად იღებდნენ. თუმცა მოახერხა და მაინც ბოლომდე თეატრის მსახიობად დარჩა.
იყო ნიჭიერი, გულისხმიერი, პროფესიონალი.