1746007492
„ბენქსი: ლეგენდის დაბადება“, კურატორი სტივ ლაზარიდისი - 15 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოფენაზე შესვლა თავისუფალი იქნება

საერთაშორისო გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება,“ კურატორი სტივ ლაზარიდისი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში რომელიც ოქტომბერში, მუზეუმის მე-5 დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიხსნა, იხურება. მალე ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები ლონდონში, კერძო კოლექციაში დაბრუნდება.
დიდი ინტერესის და გამოხმაურების გამო, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდის გადაწყვეტილებით, დამატებით 4 დღე საქართველოს მოქალაქეები გამოფენის ნახვას სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ.
“ბენქსი: ლეგენდის დაბადება,” კურატორი სტივ ლაზარიდისი -
15 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოფენაზე შესვლა თავისუფალი იქნება.
4 თვის განმავლობაში მასშტაბური გამოფენა თბილისში 40 000-მდე დამთვალიერებელმა ნახა. მუზეუმმა არაერთ აქციას უმასპინძლა, რომ სხვადასხვა ჯგუფს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, პენსიონერებს და სხვებს ჰქონოდათ საშუალება უსასყიდლოდ ენახათ შოუ.
ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, ბენქსის ფოტოგრაფის და საქმიანი პარტნიორის, სტივ ლაზარიდისის
ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალისგან, კულმინაცია კი არის ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები ბრიტანელი ლორდის - ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდან. ექსპონატებს შორისაა სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, ტილო, ავთენტური ქუჩის ჟალუზი და სხვა.
ერთ-ერთ დარბაზში ბენქსის ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილია ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც. ქარველი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული კედლის გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე.
მონაწილე არტისტები: გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, Sick’nTired.
გამოფენის მხარდამჭერები არიან: SOLO X, Visa.
პარტნიორები: HUGE TV, კაპაროლი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე, 10 : 00 - 21 : 00, ორშაბათის გარდა.
მისამართი: რუსთაველის გამზირი #7.