1746726540
აღმოჩენილია ვან გოგის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი

შოტლანდიის ეროვნული გალერეაში ექსპერტებმა ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი მისივე სხვა ნახატის ქვეშ რენტგენის საშუალებით აღმოაჩინეს.
ვინსენტ ვან გოგის ნამუშევარი სიცოცხლის განმავლობაში არ გაიყიდა და პოპულარობა მხოლოდ 1890 წელს, გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა.
ფარული ავტოპორტრეტი დაფარული იყო წებოსა და მუყაოს ფენებით წინა ნამუშევრის უკანა მხარეს, სახელწოდებით "გლეხის ქალის თავი".
"ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან ის ემატება იმას, რაც უკვე ვიცით ვან გოგის ცხოვრების შესახებ." - თქვა გალერეის უფროსმა კონსერვატორმა ლესლი სტივენსონმა.
ფიქრობენ, რომ ვან გოგმა ავტოპორტრეტი მეორე მხარეს კარიერის საკვანძო მომენტში დახატა, მას შემდეგ, რაც ის პარიზში გადავიდა და ფრანგი იმპრესიონისტების შემოქმედებას გაეცნო.
მისი გარდაცვალებიდან დაახლოებით 15 წლის შემდეგ, „გლეხის ქალის თავი“ სესხით მიიღეს ამსტერდამის სტედელიკის მუზეუმში გამოფენაზე.
გალერეის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შესაძლებელია ფარული ავტოპორტრეტის განცალკავება, მაგრამ წებოსა და მუყაოს ამოღების პროცესი მოითხოვს დელიკატურ საკონსერვაციო სამუშაოებს.
ედინბურგში გამოფენის დამთვალიერებლებს რენტგენის გამოსახულების დანახვა შეეძლებათ სპეციალურად შექმნილი ლაითბოქსის მეშვეობით.
"მსგავსი მომენტები წარმოუდგენლად იშვიათია. ჩვენ აღმოვაჩინეთ ვინსენტ ვან გოგის უცნობი ნამუშევარი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული მხატვარი." - ასე აღწერა ეს აღმოჩენა შოტლანდიის ეროვნულ გალერეაში ფრანგული ხელოვნების უფროსმა კურატორმა, პროფესორმა ფრენსის ფაულმა.