პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში სერიული მკვლელი სამუელ ლითლია.
ყოფილი ბოქსიორი სამუდამო პატიმრობას სამი ქალის მკვლელობისთვის იხდიდა, თუმცა გარდაცვალებამდე აღიარა, რომ 1970 წლიდან 2005 წლამდე, მას სულ, 93 ქალი ჰყავდა მოკლული.
სემუელ ლითლი 2020 წლის 31 დეკემბერს კალიფორნიის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
მაღალჩინოსნების თქმით, ლითლი ადვილად მოწყვლად პირებს – ნარკოდამოკიდებულები, სექს-მუშაკები და სხვებს, განზრახ არჩევდა. სპორტსმენი მათ ჯერ „ნოქაუთში“ აგდბდა, ბოლოს კი ახრჩობდა. ამ ხალხის სიკვდილის შემთხვევები, პოლიციის მიერ, ხშირად არასწორადაც განისაზღვრებოდა ხოლმე – უბედურ შემთხვევას ან ნარკოტიკების გადაჭარბებულ მიღებას ბრალდებოდა. ზოგჯერ, საქმეები გამოუძიებლადაცკი იხურებოდა.
FBI-სთვის მისი აღიარება დამაჯერებელია. ხაზგასასმელია ისიც, რომ სამართალდამცავებმა ლითლის მიერ ციხეში შესრულებული ნახატებიც გამოაქვეყნეს. სურათებზე მისი მსხვერპლებია გამოსახული.
სამუელ ლითლი, პოლიციამ 2012 წელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავა. დნმ-ის ტესტის პასუხის გაგების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ იგი 1987-დან 1989 წლამდე, სამ მკვლელობასთან იყო დაკავშირებული.
ამასთან ერთად, მას აშშ-ის მასშტაბით, ფართო კრიმინალური ჩანაწერები ჰქონდა, ძარცვით დაწყებული, გაუპატიურებით დასრულებული, რის გამოც, მკვლელს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე დაგაინტერესებთ:
აგვისტოში ტემპერატურამ შესაძლოა +40-ს მიაღწიოს - საშუალო ტემპერატურა წელს 2 გრადუსით მეტი იქნება
მარნეულში, ახალგაზრდა გოგოს მანქანა დაეჯახა - კადრები ადგილიდან
ქართველი სერიული მკვლელები, რომელთაგან ორი ქალია - სკანდალური საქმეების დეტალები