რა იზიდავს გველებს ეზოში - ექსპერტებმა 5 მიზეზი დაასახელეს
1793550649
ქალაქ ოზურგეთში დილის საათებში მკვლელობა მოხდა. ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. მოკლული ქალი შუშანა გორგაძეა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ კაცმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
უწყების ცნობით, კაცი სამართალდამცველებს მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.