ვინ არის „კიმო“, ვისი დავალებითაც ბიზნესმენს დიდი ოდენობის თანხას ართმევდნენ

კიმო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი , მათ შორის „ჯორჯიკა და მავნე„ დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ. ჯ. („ჯორჯიკა) და გ.ა („მავნე“) ოთარ კვარაცხელიას (მეტსახელად „კიმო“) დავალებით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამფლობელებს საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მფარველობას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მათგან გარკვეულ თანხას იღებდნენ.

რამდენიმე ხნის შემდეგ, ბიზნესმენებმა შეწყვიტეს კრიმინალური ავტორიტეტებისთვის თანხის გადახდა, რის გამოც მათ შორის დავა წარმოიშვა“

ე.წ კანონიერი ქურდი ოთარ კვარაცხელია („კიმო“) კრიმინალურ წრეებში დიდი გავლენებით სარგებლობს, იგი რამდენჯერმეა ნასამართლევი.

„კიმო“ 1990-იანი წლების დასაწყისში ორჯერ დააკავეს იარაღისა და ნარკოტიკების შენახვისთვის. კვარაცხელია 1996 წელს მოსკოვში დააკავეს, წარუმატებელი გაქცევის დროს კი მესამე სართულიდან გადმოხტა, რა დროსაც ფეხი მოიტეხა. 

„კიმოს“ კრიმინალური დაჯგუფება მოსკოვში მანქანების ქურდობითა და სავალუტო ჯიხურების ძარცვით არის დაკავებული.

თბილისში გამართულ ე.წ კრიმინალურ გარჩევას ეწერებოდა ოთარ კვარაცხელიას ძმაც, „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი ვ.დ.-ც.

 ოთარ კვარაცხელიას („კიმო“)