პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ, შსს-ში ჩატარებული ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვას 8 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხა:
„8 ივლისთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განაცხადა - მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფი, 3000-მდე პოლიციელი. მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ასევე, მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. იქ მაქსიმალურად ვეცადეთ ჩვენ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. შესაბამისად, მოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი, კონტრაქციის წარმომადგენლები. ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე და ვინაიდან ლოკაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და ყოფილიყო უსაფრთხო. ეს ადამიანები ცდილობდნენ, რომ ამ კორდონებისთვის აექციათ გვერდი და შესაბამისად, მინდვრებით და გრუნტიანი გზებით მიეღწიათ იმ ლოკაციამდე, სადაც ეს ღონისძიება ტარდებოდა, ვგულისხმობ პრაიდის ღონისძიებას. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობაა ეს, მოვახდინეთ პრაიდის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია. გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება და არ დაზიანებულიყვნენ. საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო მიზანი რაც იყო და მთავარი მიზანი, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ არ დაზიანებულა“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ: