1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ამ წუთებში, პლეხანოვზე, “ფაბრიკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
რას უკავშირდება სამართალდამცველების მობილიზება და რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ტარდება? ამას „რუსთავი2-ის“ გადამღები ჯგუფი ადგილზე არკვევს.
დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ჩვენი ინფორმაციით. პოლიციის მობილიზება 112-ში შესულ შეტყობინებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც “ფაბრიკის“ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობაა.
არის თუ არა ეს ცრუ შეტყობინება, ამის გასარკვევად შსს-ს დავუკავშირდით.
„ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები და მუშაობენ - ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს გეტყვით“, - გვითხრეს უწყებაში.