VIDEO: 12 წლის გოგონა კამერამ მკვლელთან შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე დააფიქსირა (რუსეთი)

გოგონას მკვლელობა

როსტოვის ოლქში 12 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე საქმე აღიძრა - ის მოკლული იპოვეს,  ქალა-ტვინის დაზიანებითა და მრავლობითი ჭრილობით.

kp.ru-ს ცნობით, ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა გოგონა მშობლების თხოვნით მეზობელ სოფელში მდებარე მაღაზიაში წავიდა. რომ აღარ გამოჩნდა, დედა შეშფოთდა და შვილის ძებნა დაიწყო. მოზარდი სასურსათო მაღაზიასთან მოკლული იპოვეს, ცხედრის გვერდით კი ორი პური იდო.

ვიდეო სათვალთვალო კამერებიდანაა ამოღებული.
სკოლის მოსწავლე გამოდის სასურსათო მაღაზიიდან, ხელში უჭირავს პური, აქეთ-იქით იყურება და მშვიდად კვეთს გზას. კადრებში ბავშვის გარდა არავინ არის, ერთი მანქანა მაღაზიის გვერდით დგას, თუმცა, როგორც ჩანს, მძღოლი გადმოვიდა.
გამომძიებლებმა სუს-ის კრიმინალისტებთან ერთად შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და ჩაატარეს ყველა საჭირო ექსპერტიზა. 
მედიაში გამოჩნდა სიცოცხლის ბოლო კადრები, სადაც  12 წლის გოგონა მაღაზიიდან გამოდის და გზას კვეთს.

კადრები იხილეთ აქ