პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2018 წლის 13 აპრილს პოლიციამ ბარნოვის ქუჩიდან გამოძახება მიიღო. ბინაში შესვლისთანავე, სამართალდამცველებს შემზარავი სანახაობა დახვდათ - სისხლით მოსვრილი ბინა, სისხლის გუბეში მწოლიარე ახალგაზრდა ქალის ცხედარი და შეშინებული ბავშვები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საზარელი მკვლელობა ახალგაზრდა ქალბატონის მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. "ვეფხომ მოკლა დედიკო" - უთხრა ატირებულმა ბავშვმა პოლიციას. შემთხვევის ადგილზე იკვეთებოდა ძალადობის კვალიც. ბინის დათვალიერების დროს, ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. კრიმინალისტებმა დაათვალიერეს თამარ გამრეკელაშვილის ცხედარიც. ახალგაზრდა ქალს თორმეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აქედან რვა კისრის არეში, რომლებიდანაც ორი სასიკვდილო აღმოჩნდა, რის გამოც თამარ გამრეკელაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ექსპერტიზამ ქალბატონის ხელებზე მრავლობითი დაზიანება აღმოაჩინა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მსხვერპლი ყველანაირად ცდილობდა მკვლელისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ექსპერტების თქმით, ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული.
გამოძიების დაწყებისთანავე პოლიციამ არაერთი მოწმე დაკითხა. მათ შორის იყო მოკლულის დედაც - ნათელა გობაძე. ქალბატონის ჩვენებიდან საგამოძიებო ორგანოს გაუჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დანაშაული 1972 წელს დაბადებულმა ვეფხვია მაღრაძემ ჩაიდინა. ეჭვმიტანილი ნათელა გობაძის მეუღლე გახლდათ და აქამდე ორჯერ უკვე იყო ნასამართლევი. ქალბატონის გამოკითხვისას პოლიციამ შეიტყო, რომ ნათელა გობაძემ და ვეფხვია ბაქრაძემ ერთმანეთი წლების წინ, რესტორანში მუშაობისას გაიცნეს. ამ დროისთვის, ორივე განქორწინებული იყო. როგორც ქალბატონს, ისე მამაკაცსაც ჰყავდა პირველი ქორწინებიდან შვილები. ამ დროისთვის თაკო გამრეკელაშვილი 13 წლის იყო, ხოლო ვეფხია მაღრაძის შვილი თათია - 7 წლის. ნათელა გობაძე გერს საკუთარი შვილივით ზრდიდა და მასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობაც ჰქონდა.
ვეფხვია მაღრაძეს საკმაოდ რთული ხასიათი ჰქონდა, ის ნათელა გობაძეზე ფიზიკურად და ფსოქოლოგიურად ძალადობდა. მამაკაცი შვილსაც ხშირად სცემდა. ბოლოს, ძალადობა თაკოს მიმართაც სცადა.
2010 წელს, მაღრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, რის გამოც ის რამდენიმე თვე პატიმრობაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში, თაკომ ოჯახი შექმნა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მამაკაცი მუხათწყაროში დასახლდა. ნათელა გობაძე მეუღლის მხრიდან არაერთი მუქარის გამო იძულებული გახდა, ვეფხვია მაღრაძესთან თანაცხოვრება გაეგრძელებინა.
2014 წელს ნათელამ ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტა და თბილისში, ნაქირავებ სახლში დასახლდა. ვეფხვია ორი თვით დაიკარგა. ორი თვის შემდეგ, ქალბატონი შვილთან გადავიდა საცხოვრებლად, რა დროსაც მამაკაცი კვლავ გამოჩნდა მის ცხოვრებაში, ნათელამ პოლიციას მიმართა. ქალმა სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაუმალა, რის გამოც მათ ვეფხვია მაღრაძეს მხოლოდ გაფრთხილება დაუწერეს და გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მაღრაძე ქალის ცხოვრებაში ექვსი თვე აღარ გამოჩენილა.
გობაძემ ქობულეთის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობა დაიწყო. მამაკაცმა ქალს ქობულეთში ჩააკითხა, სადაც სამუშაოს დასრულების შემდეგ, ფიზიკურად გაუსწორდა. ქალი თავისა და სხეულის არაერთი მძიმე დაზიანებებით თბილისში ჩამოიყვანეს და ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ის გონს თხუთმეტი დღის შემდეგ მოვიდა. დანაშაულის ჩადენისთვის ვეფხვია მაღრაძეს სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ციხიდან ვეფხვია ხშირად ურეკავდა ნათელას და შვილების მოკვლით ემუქრებოდა. საბოლოოდ, მამაკაცმა ნათელას შეწყალების მოთხოვნის შესახებ განცხადების დაწერა აიძულა, რის გამოც, ვეფხვია დროზე ადრე იქნა გათავისუფლებული. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კაცი რამდენიმე თვით გაქრა ნათელას ცხოვრებიდან.
ნათელა, შვილებთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, ბარნოვის 77 ნომერში გადავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდში, როგორც აღმოჩნდა, კაცი მეუღლეს უთვალთვალებდა და მისი დღის განრიგი შეისწავლა. ერთ დღესაც მანქანით შეხვდა და სამსახურში წაყვანა შესთავაზა. წინააღმდეგობის მიუხედავად, ვეფხვიამ ქალი იძულებით ჩასვა მანქანაში და ვაშლიჯვარში მოსახლეობისგან მოშორებულ ადგილას წაიყვანა. ამ დროს, მამაკაცმა ნათელას ტელეფონიდან ქალბატონის სახელით თანამშრომლებს შეტყობინება გაუგზავნა, რომ იგი სამსახურში გამოცხადებას ვერ მოახერხებდა. მაღრაძემ მეუღლეზე კვლავ იძალადა ფიზიკურად, რის შემდეგაც მას ხელ-ფეხი შეუკრა და კუმისში, ნათელასთვის უცნობ სახლში წაიყვანა. შესვლისთანავე საწოლის ფეხზე რკინის ჯაჭვით მიაბა და ნახევარი საათის განმავლობაში სცემდა. კუმისში ყოფნისას, ვეფხვია მას შვილების მოკვლითაც ემუქრებოდა. მოგვიანებით კი ნათელას ტელეფონიდან ოჯახის წევრებს მიწერა, რომ გარკვეული პერიოდით, ის გუდაურში სამუშაოდ გაემგზავრა, ტელეფონი გაუფუჭდა და მხოლოდ ტექსტური შეტყობინებებით კონტაქტის შესაძლებლობა ჰქონდა. ქალი რამდენიმე დღე იმყოფებოდა ვეფხვია ბაქრაძის ტყვეობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ხდებოდა მისგან ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. საბოლოოდ, მამაკაცს თანაცხოვრებაზე დათანხმდა, რის შემდეგაც, ვეფხვია მაღრაძემ მას ხელის მოწერა აიძულა.
თაკო გამრეკელაშვილმა დედას მასთან ერთად საცხოვრებლად გადასვლა სთხოვა, რათა მამაკაცისგან თავი საბოლოოდ დაეღწია, ამის გამო მაღრაძე მეუღლეს შვილის მოკვლით კიდევ ერთხელ დაემუქრა. მუქარის მიუხედავად, ქალი მამაკაცს არ დაემორჩილა და შვილთან ერთად ბარნოვის 77 ნომერში გადაწყვიტა ცხოვრება.
2018 წლის 12 აპრილს ვეფხვია მაღრაძემ ნათელას დაურეკა და ურთიერთობის გასარკვევად შეხვედრა სთხოვა. საუბარში თაკო ჩაერია და მამინაცვალს დედისთვის თავის დანებება მოსთხოვა. კაცი მთელი ღამის განმავლობაში, მეუღლეს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.
მეორე დღეს დედა-შვილი პოლიციაში წასასვლელად მოემზადა. ბინიდან გასვლისას შეამჩნიეს, რომ შესასვლელი კარის საკეტი გარედან იყო დაზიანებული. ნათელამ კარები შეძლებისდაგვარად დაკეტა და პოლიციის განყოფილებაში წავიდა. გასვლიდან ოთხი წუთის შემდეგ, ვეფხვია მაღრაძე ბარნოვის 77 ნომერში მდებარე სახლის სადარბაზოში შევიდა. მან წინასწარ იცოდა, რომ საკეტი დაზიანებული იყო და ბინაში შესვლას მარტივად მოახერხებდა. სახლში შესვლის შემდეგ, მან ნათელა გობაძის, თამარ გამრეკელაშვილისა და მისი შვილების ტანსაცმელი დანით დაჭრა. ცოტა ხნის შემდეგ, კაცი ბინიდან გამოვიდა, ტაქსი გააჩერა და კოსტავას ქუჩაზე ბენზინი შეიძინა, რათა ტანსაცმელი დაეწვა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ის ბინაში დაბრუნდა და უკან აღარ გამოსულა.
ამ დროს, ნათელა პოლიციას მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ჩვენებას აძლევდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალმა სამართალდამცველს სრულად არ მოუყვა იმ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაზე, რომელსაც ის მეუღლისგან განიცდიდა. არასრული ინფორმაციის გამო, პოლიციამ ვეფხვია მაღრაძის მიმართ მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.
თამარ გამრეკელაშვილმა პოლიციის შენობა ნაადრევად დატოვა და შვილების ბაღიდან გამოსაყვანად წავიდა. საცხოვრებელ სახლში დაბრუნებულ თაკოს ბინაში მოულოდნელად ვეფხვია დახვდა. მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, 25 წლის გერს მრავალი ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების გამო, თამარ გამრეკელაშვილი შვილების თვალწინ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალს ტელეფონზე დედამ დაურეკა. ზარს დამნაშავემ უპასუხა და ნათელა გობაძეს შვილის მკვლელობის შესახებ შეატყობინა.
თამარის გარდაცვალებამდე, მეზობლებს ქალის ყვირილი მოესმათ და ბინაში შესვლა გადაწყვიტეს. მკვლელმა შემოსასვლელიდან საპირფარეშოში გვამის გადატანა მოასწრო. მეზობლებს კარის მეორე მხრიდან უპასუხა, რომ ბინაში სანერვიულო არაფერი ხდებოდა, რის შემდეგაც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. მოკლულის მცირეწლოვანმა შვილმა მეზობლებს კარი გაუღო, რის შემდეგაც მათ პოლიციაში დარეკეს.
პოლიციამ, ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების შედეგად, ვეფხვია მაღრაძის ადგილსამყოფელი დაადგინა. მკვლელი ნათესავის, თეიმურაზ ბაქრაძის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ფსიქიატრთან საუბრის შემდეგ, დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენისას დამნაშავე იყო შერაცხადი.
ბაქრაძეს ბრალი ოჯახის წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში, გაუპატიურებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, ოჯახურ ძალადობაში, მუქარაში, ქორწინების იძულებასა და ნივთის განზრახ დაზიანებაში ედებოდა.
ვეფხია ბაქრაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლოზე, ვეფხვია მაღრაძე ამბობდა, რომ ნათელა გობაძემ სწორედ ის მიიღო, რაც დაიმსახურა და შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, მასაც მოკლავდა.
წყარო: პოლიციის ფაილები