არუნ ხათრი ასახელებს ხილს, რომელიც კიბოს უჯრედებს ამარცხებს
1761337845
აშშ-ში 23 წლის უკრაინელი ლტოლვილის ირინა ზარუცკაიას მკვლელობაში ბრალდებულ 34 წლის კაცს სიკვდილით დასჯა ემუქრება.
NBC News-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ნაფიცმა მსაჯულებმა 34 წლის დეკარლოს ბრაუნს ბრალი უკვე წაუყენა.
ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ბრაუნმა განზრახ მოკლა ახალგაზრდა ქალი.
„ირინა ომს გაექცა და შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ის პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა, კოლეჯში სწავლობდა, ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა, ხანდაზმულთა ცენტრში მოხუცებს ეხმარებოდა და უბნის ცხოველებზე ზრუნავდა“, - წერს ამერიკული მედია.
ამერიკული მედიის ცნობით, ბრაუნს კრიმინალური წარსული აქვს, 10-ზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენით. უკრაინელი ლტოლვილი ქალის მკვლელობამდე 7 თვით ადრე ძარცვისა და ქურდობისთვის გაასამართლეს, თუმცა მოსამართლემ ის გირაოთი გაათავისუფლა.
ბრაუნი ამჟამად პატიმრობაშია და მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზარუცკაიას მკვლელობაზე კომენტარი გააკეთა და „დემოკრატები“ გააკრიტიკა.
ის ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უწოდა „ცხოველი, რომელმაც არაჩვეულებრივი უკრაინელ ახალგაზრდა ქალი სასტიკად მოკლა“.
ტრამპიც მისთვის სიკვდილით დასჯას მოითხოვს.
ირინა ზარუცკაია ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, 22 აგვისტოს მატარებელში მოკლეს.