1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თურქეთში მომხდარ მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული ქალის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
როგორც რიტა ეგნატაშვილის ახლობელი Ambebi.ge-სთან ამბობს, კაცმა ცოლი ჯერ სცემა, შემდეგ კი წამებით მოკლა.
„თურქეთში ჩაიყვანა, რომ მოეკლა. მანიაკი და ნარკომანი იყო. თურქულმა მედიამ ყველაფერი არასწორად გაავრცელა. თურქეთში ჯერ თვითონ წავიდა, 10 დღის შემდეგ კი რიტა წაიყვანა. დაგეგმილი ჰქონდა ყველაფერი, მანამდეც სულ ძალადობდა ცოლზე. ადრე რიტას მშობლების ოჯახში იყვნენ, როცა მაკრატელი ჩაარტყა.
რიტა შინ მარტო იყო, როცა იმ მკვლელმა სცემა, აწამა, ხელები დაუსერა და შემდეგ ყელი გამოჭრა“,- ამბობს ახლობელი.
ცნობისთვის, თურქეთში საქართველოს მოქალაქემ ცოლი და კიდევ ერთი ქართველი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მომხდარზე თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.