ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
სოფელ გავაზში თანასოფლელმა 45 წლის მამაკაცს, რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
„საღამოს 6 საათი იქნებოდა, მაღაზიაში ვიყავი წასული. რომ ვბრუნდებოდი, ჩემს სახლთან დავინახე, დაბლა იწვა და ფართხალებდა. შემეშინდა და გავბრუნდი. ბევრი ხალხი იყო გარშემო. მუცლიდან სულ შავი სისხლი ამოსდიოდა. ჩვენი სახლიდან წყალი გაიტანეს, ასხამდნენ, მაგრამ ვერ გადარჩაო. მიზეზი არ ვიცი. ამბობენ, სუფრაზე დაიწყეს რაღაც კამათიო. მანამდე მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტი არ გამიგია", - ამბობს ადგილობრივი გავაზში მომხდარ მკვლელობაზე.
სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.