„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. შედეგად მოკლული ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი. პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს.
,,ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო. იარაღის სხვადასხვა ხმა იყო“, - აცხადებს ადგილობრივი "რუსთავი2-თან".