რუსკა ქარქაშაძე 12 წლით უფროს მეუღლეზე და ცხოვრების ახალ ეტაპზე საუბრობს

რუსკა

მსახიობი რუსკა ქარქაშაძე დაქორწინდა.  მისი ქმარი ლაშა მოწონელიძეა.

წყვილმა 300 კაციანი ქორწილი გადაიხადა, სადაც უამრავი ცნობილი ადამიანი იყო დაპატიჟებული. 

რუსკა, ქორწილის ამბებს გამომწერებს კითხვა-პასუხის რეჟიმში უზიარებს. 

ის წერს, რომ მარტო ცხოვრობენ და მეუღლე 32 წლისაა. 

ერთ-ერთმა გამომწერმა მისწერა, რომ არ ელოდა 20 წლის ასაკში რუსკას გათხოვებას, რასაც მსახიობი პასუხობს: 

„თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“,- წერს რუსკა.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „მიყვარს სულით, გულით, ცამდე და იმის იქით...“ - მეუღლის ემოციური მიმართვა რუსკა ქარქაშაძეს

VIDEO: რუსკას დანახვისას ატირებული სასიძო - ემოციური კადრები ქორწილიდან