პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გავრცელებული ცნობით, დღეს გამთენიისას, ჩუღურეთის რაიონში (მალაკნების ხიდთან) მცხოვრებ 5 ტრანსგენდერ ქალს, რომლებიც იტალიურ ეზოში დღიურ ოთახებში ცხოვრობენ და იძულებით პროსტიტუციაში არიან ჩართულები, რამდენიმე კაცი ეზოში შეუვარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, დაპირისპირების დროს ისმოდა ფრაზები, „ამათ არ ვაცოცხლებ, ამათი დედა, დავხოცოთ“ და ა.შ
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თავად ქალები თავდამსხმელებისთვის მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილების მიცემას მოითხოვდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს, რამაც ადრესატს რეალური შიში აღუძრა.