1793992033
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ფაქტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.











