პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქურდულ სამყაროში დაპირისპირებაა. როგორც „პრაიმ კრაიმი“ იუწყება, ქურდულ სამყაროში მიმდინარეობს 63 წლის კრიმინალური „ავტორიტეტის“, ტარიელ ონიანის დისკრედიტაცია. იგი კრიმინალურ სამყაროში ცნობილია მეტსახელით ტარო და მიიჩნევა ქუთაისური კლანის ლიდერად.
ამ დღეებში ტარიელ ონიანსა და მისი „კოლეგების“ შეხვედრა შედგა, რომელმაც ძირი გამოუთხარა მის „კარიერას“ და გაზარდა შანსი, რომ ტარომ დარჩენილი ცხოვრება „ქურდული ოჯახის“ გარეშე გაატაროს.
როგორც გამოცემა იუწყება, კრიტიკულ მომენტში ტარიელ ონიანი ისევ მარტო აღმოჩნდა, სანდო ადამიანების თანხლების გარეშე, რაც ეჭვს ბადებს, რომ მას ასეთი ადამიანები უკვე აღარ ჰყავს.
ვარლამ კუხიანიძის (ვატია) და ლავასოღლის შეხვედრა ტარიელ ონიანთან ჩერნეგორიაში შედგა. შეხვედრა სულხან თვალჭრელიძეს, მეტსახელად „სუხოს“ ეხებოდა.
შეხვედრის დროს ვატიამ და ლავასოღლიმ ტაროს დაუსვეს კითხვა - მონაწილეობდა თუ არა იგი სულხანის ქურდად ნათლობაში, რაზედაც ტარომ უპასუხა, რომ ის სულხანს არ იცნობდა.
ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, მათი შეხვედრა ისევ შედგა. ამ პერიოდის განმავლობაში ტარომ სხვა კანონიერ ქურდებთან სატელეფონო საუბარში ახსენა, რომ მას სულხანის ქურდად მონათვლაში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა. მეორე შეხვედრაზე ვატიამ და ლავასოღლიმ ტაროს აღნიშნული სატელეფონო სუბარი წაუყენეს ბრალდებად და მისი კანონიერი ქურდობა ეჭვის ქვეშ დააყენეს.
ამის შემდეგ, ვატიას და ტაროს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ისინი ლავასოღლიმ გააშველა და უთხრა: „ერთმანეთის ცემის საშუალებას არ მოგცემთ, მაგრამ ტარო - შენ ქურდი აღარ ხარ. შეკრიბე ქურდები, რომ ყველაფერი გავარკვიოთ“.
ამის შემდეგ ვატიამ სხვა კანონიერი ქურდები საქმის კურსში ჩააყენა და ისინი გააფრთხილა, რომ ტარიელ ონიანს ისე აღარ მოეპყრან, როგორც ქურდს.
როგორც წყარო იტყობინება, მომხდარის შემდეგ ტარო დაიმუქრა - „ მე ტარო არ ვიყო, თუ ეს ამბავი ასე დავტოვო“.