მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
1740156802
ოკუპირებული სოხუმის ცენტრში რამდენიმე საათის წინ სროლა იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება კაფე "ბისკვიტში" მოხდა. სამი პირი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
"ერთი მსროლელი მიიმალა დანაშაულის ადგილიდან. სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტმა ეჭვმიტანილი გამოავლინა და დააკავა. გრძელდება ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები, ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო ჯგუფი და კრიმინოლოგები." - ინფორმაციას " ეხო კავკაზა" ტელეკომპანია Apsua TV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.