სროლა ოკუპირებულ ცხინვალში - ბიბილოვის ძმისშვილებს ცეცხლი გაუხსნეს

მილიცია

სროლა ოკუპირებულ ცხინვალში - დღეს, დაახლოებით 2 საათისკენ მე-12 სკოლის წინ, "ექსპრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს ცეცხლი გაუხსნეს.

სერგო და ლევა კაბისოვები ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა სროლაში მონაწილე პირების უმოკლეს ვადაში გამოვლენისა და დაკავების ბრძანება გასცა.

ტელეგრამ არხებით გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეა "პრეზიდენტის" ძმა, ალიკ გაგლოევი.