დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნაძალადევის რაიონში, ფიროსმანის ქუჩაზე დღეს 54 წლის კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის წინ გამოსულს, სავარაუდოდ, მიმავალი მანქანიდან, 4-ჯერ ესროლეს. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. მას ტყვია ფეხში, ხელსა და ბეჭში მოხვდა.
თვითმხილველების თქმით, ჯერ გასროლა გაიგეს, დაინახეს, როგორ დაეცა დაჭრილი მიწაზე. მათივე თქმით, ავტომობილი, საიდანაც 54 წლის მამაკაცს ესროლეს, ადგილიდან გაქცევის დროს, ავტობუსს შეეჯახა.
დაჭრილი მამაკაცი ყოფილი მოჭიდავე დამირ კირცხალიაა, რომელიც 2010 წელს, ქურდულ სამყაროსთან წევრობის ბრალდებით დააკავეს.
მაშინ, დამირ კირცხალიამ და მასთან ერთად დაკავებულებმა "ქურდული სამყაროს" სახელით, ძალადობითა და მუქარით ერთ-ერთ მეწარმეს 10.000 აშშ დოლარი გამოსძალეს, სანაცვლოდ კი, ბიზნესში "ქურდული სამყაროს" მფარველობას ჰპირდებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დამირ კირცხალია თანამზრახველებთან ერთად, კრიმინალური ავტორიტეტის დავით ქარსელაძის, იგივე "კალატოზას" მითითებით მოქმედებდა.
დამირ კირცხალიას დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.