„სიგნალს ახშობდნენ და მანქანებს ისე ძარცვავდნენ...“ - ვარშავაში, ქართველები დააკავეს

ძარცვა

ვარშავაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. 

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები რადიოსიგნალის ჩამხშობი მოწყობილობის გამოყენებით მანქანებს ძარცვავდნენ.

დაკავებულია 36, 40 და  47 წლის საქართველოს მოქალაქე. 

მათ წინასწარი სამ თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.