წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
რომ წარმოვიდგენთ გვაჟრიალებს, თუ რა მანძილი გაიარა ნინომ სირბილით ბავშვებთან ერთად სალონიდან გამსახურდიას გამზირამდე, რომ დანით შეიარაღებულ ყოფილ ქმარს დასხლტომოდა ხელიდან,- წერენ სოციალურ ქსელში ქალის მეგობრები.
არსებული ინფორმაციით, ქალს ყოფილი ქმარი სალონში მუშაობის დროს შეუვარდა, რა დროსაც კლიენტს ემსახურებოდა. მას ხელში დანა ეჭირა და ემუქრებოდა როგორც ყოფილ ცოლს ასე ბავშვებს.
როგორც სალონის კლიენტი ყვება,მან მოახერხა სამუშაო მაგიდის აყირავება და დაეხმარა წამებში ქალს და ორ ბავშვს გაქცევაში.
"მეორე შვილი ახალგაზრდა ქალს სხვა მამაკაცისგან ჰყავს, წლებია მას დაშორდა და სწორედ ეს გახდა მოვარდნის სავარაუდო მიზეზი",- ამბობს თვითმხილველი.
"სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი შემზარავი ინციდენტის თვითმხილველი. შუაგულ ზუგდიდში, ფოსტასთან, ქალი შველას ითხოვდა. დავიბენი და ამ ქალისკენ გავიქეცი, მალევე პატრული გამოჩნდა და იქვე ავტობუსის გაჩერებასთან კაცი დააკავეს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ქალის ყოფილი ქმარია და დანით ხელში, მოსაკლავად მოსდევდა მას. საბედნიეროდ გადარჩა, ბავშვიც იქვე ყოფილა, რაც შევძელი ის იყო რომ ვამშვიდებდი ამ ქალბატონს. პირველად ვნახე სიკვდილისთვის განწირული და სიკვდილისგან დახსნილი ადამიანი. არ ვიცი რა ვთქვა, შოკში ვარ...
მადლობა პატრულის თანამშრომლებს!",- წერს ზუგდიდელი ნიკა ლაშხია.
მამაკაცის დაკავება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამსახურდიას გამზირზე მალევე შეძლეს,ინციდენტი კი კოსტავას ქუჩაზე მდებარე სალონში მოხდა. ქალი ამ წუთებში სამმართველოში გამოკითხვაზეა.