1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ხობის სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის მკვიდრი 32 წლის ნიკა ხუფენიაა.
იგი DHL-ში კურიერად მუშაობდა.
„ნიკუ ვერ ვიჯერებ და არც მინდა დავიჯერო, ჩვენო თბილო,საყვარელო,ეს რამხელა ტკივილი დაგვიტოვე,როგორ მენანები, ღმერთო რა უსამართლოა ეს ცხოვრება“, - წერს ოჯახის მეგობარი სოციალურ ქსელში.
გარდაცვლილი 32 წლის მამაკაცი, ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადასვლის შემდეგ კი ხეს შეეჯახა.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 1 თებერვალს მოხდა.
გარდაცვლილის დედა ემიგრაციაში ევროპაში იმყოფებოდა.
„უკვე თბილისში უნდა იყოს, ცუდადაა, ვიღაცას მიუსამძიმრებია იქ იტალიაში და ცუდად გახდა, საცოდავი ქალი“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.