პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კახეთში მკვლელობა გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ქალიშვილის თვალწინ მოხდა - საქმე დიდ თანხას ეხება.
ინფორმაცია „პრამითაიმს“ მოკლული გიორგი ჯიბიაშვილისა და მაკა ზურაბაშვილის ახლობლებმა მიაწოდეს.
გარდაცვლილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნიდან არიან.
სოფელში მცხოვრები ნათესავები ვარაუდობენ, რომ მკვლელობის მიზეზი თანხა გახდა. ისინი ყვებიან, რომ სავარაუდო მკვლელს, ფულის დაუფლებისათვის მთელი ოჯახის დახოცვა ჰქონდა გადაწყვეტილი.
ნათესავების მონათხრობის თანახმად, მამაკაცმა გოგონა გაკოჭა, თუმცა, მისი მოკვლა ვერ მოასწრო.
„ჩვენი ინფორმაციით, გიორგის ჰქონდა, მიწის რეალიზაციით მიღებული დიდი თანხა. იმ კაცმა ეს იცოდა, რადგან წინა დღით, გიორგი ამ ფულის ასაღებად იყო წასული. ასე ვიცით, რომ კოკა-კოლაში რაღაც ჩაუყარათ, მაგრამ რაკი არაფერი დაემართათ, თოფით დახოცა. გოგონაც იქ ჰყავდათ, ის გაუთოკავს, მაგრამ მოკვლა ვერ მოასწრო. ფულის გამოა, მთელი ეს უბედურება მომხდარი, ასეთი ვარაუდი გვაქვს, ჩვენ,"- ყვება ახლობელი.
მკვლელობა გამთენიისას, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, გიორგი სამხარაძის კუთვნილ ფერმაში მოხდა.
გარდაცვლილები ფერმის მფლობელის ახლობლები იყვნენ და მეურნეობას პატრონობდნენ.
სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია და პოლიცია სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს.
გარდაცვლილი ცოლ- ქმარი, უკვე სოფელ კუჭატანშია გადასვენებული.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნახეთ ვიდეო