სანქტ-პეტერბურგში „კრიმინალური ავტორიტეტი“ „იკა გალსკი“ დააკავეს

ბულისკირია

სანქტ-პეტერბურგში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ირაკლი ბულისკირია მეტსახელად „იკა გალსკი“ დააკავეს. 

ბულისკირიას ბრალი ხულიგნობის მუხლით აქვს წარდგენილი. 

საქმე ეხება სასტუმრო „გამაში“ წვეულებაზე მომხდარ დაპირისპირებას, სადაც ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტიც“ იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წვეულებას ბიზნესმენები, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები და კრიმინალები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება მალევე გადაიზარდა დაპირისპირებაში, დაიწყო სროლა, რასაც დაკავებების სერია მოჰყვა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავიგოთ, რომ ვიღაცას თქვენი მალულად შურს - ქცევის 10 მკაფიო ნიშანი

„რამდენჯერაც ვიყვირე, რომ კარგად ვარ, იმდენჯერ საპირისპირო დამხვდა წინ...“ - სალომე კაპანაძე

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა