„სამივეს მდგომარეობა მძიმე იყო...“ - დედა და მისი მეგობარი კაცი სამი ბავშვის წამებაშია ბრალდებული (უცხოეთი)

ლენტა

ალაბამელ წყვილს 12 წლამდე ასაკის სამი ბავშვის დაწვა ედება ბრალად.

27 წლის ეშლი აბლემანი და 53 წლის ჰოვარდ ანდერსონი 5 ოქტომბერს, ბავშვის წამების/განზრახ ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

პოლიციას წყვილის მეზობელი დაუკავშირდა. დეილის ოლქის შერიფის მოადგილეებმა გაჩხრიკეს წყვილის სახლი და დააკავეს აბლემანი და ანდერსონი.

„ბავშვებზე აშკარა იყო ძალადობის კვალი. დამწვრობები მძიმე იყო და ბავშვებს ჰქონდათ შეურაცხმყოფელი ქცევის ნიშნები“, - განაცხადა მთავარმა გამომძიებელმა.

გამოცემის ცნობით, ბავშვების დაწვის გარდა, არსებობს სხვა ძალადობრივი მტკიცებულებებიც.

სოციალური ქსელის მიხედვით, აბელმანი მზრუნველი დედა ჩანდა. მომხდარი ამბის შემდეგ კი მის პოსტებს საზოგადოებისგან უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.

ალაბამაში ბავშვის წამება და განზრახ შეურაცხყოფა ითვალისწინებდეს 1-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 15 000 დოლარამდე ჯარიმას.

ასევე ნახეთ: 

„არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით

„10 დღეში შეუსრულდა ჩემი წყევლა... მე ცოცხლად მომკლეს...“ - რა სკანდალის გამო გამოუშვეს ლია კაპანაძე რუსთაველის თეატრიდან

„მე გავბედე ოცნება... ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი...“ - იუბილარი ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს