რუსთავში პარკირების გამო მეზობლებმა ერთმანეთს სცემეს - დაწყებულია გამოძიება

შსს

პარკირების გამო რუსთავში კაცს სცემეს.

შემთხვევა მე-17 მკრ-ში მოხდა, კონფლიქტი მეზობლებს შორის საპარკინგე ადგილის გამო დაიწყო, რაც მოგვიანებით ხმამაღალ შელაპარაკებაში გადაიზარდა და ფიზიკურ დაპირისპირებით დასრულდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.