რას ამბობენ მეზობლები გორში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

mkvleloba gorshi

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 65 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მეზობლების თქმით, კაცი ხვთისო პეტრიაშვილია, იგი მეუღლესთან ერთად სოფელ რეხაში გორიდან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა. ახლობლები მომხდარის ვერსიებზე ვერ საუბრობენ.

„იშვიათად ვხვდებოდით. წყნარი ოჯახი იყო. გორშიც აქვთ სახლი. ხან იქ მიდიოდნენ. კონფლიქტის ხმა არასდროს გაგვიგია“,- ამბობენ ადგილობრივები.

გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. შემთხვევის ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის პოლიციის უფროსი, ვალერიან თელია. ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.