ქურდობა ტაძარში ახალი წლის ღამეს - წაღებულია ღვთისმშობლის ხატში მოთავსებული ძვირფასეულობა და შესაწირიდან თანხა

ეკლესია

ჭყონდიდის ეპარქიაში მდებარე მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, ახალი წლის ღამეს გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატში მოთავსებული ძვირფასეულობა. დილიდან ტაძარში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინაკისტები იმყოფებოდნენ. მათ ცოტა ხნის წინ დატოვეს ტერიტორია.

ცნობისთვის ,წლების განმავლობაში მრევლი ღვთისმშობლის ხატში არაერთ ძვირფას ნივთს წირავდა ასევე, გატეხილია შესაწირი ყუთები და მესანთლის მაგიდა, საიდანაც წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა. მძარცველებმა ტაძარში, სავარაუდოდ ფანჯრიდან შეაღწიეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.