VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
მარნეულში მომხდარ მკვლელობაზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ქორწილში დაიწყო, რაც მკვლელობით დასრულდა.
როგორც მოკლულის ბიძა ჰყვება, ახალგაზრდები ერთმანეთის მეზობლები არიან და მათ კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ.
"ერთად იყვნენ ქორწილში, სადაც ახალგაზრდებს შელაპარაკება მოუვიდათ. ჩემი დისშვილი გარეთ გამოიყვანა და მოკლა. მან მიმალვა სცადა, თუმცა, როგორც ვიცი, პოლიციამ უკვე დააკავა. მეზობლები არიან, აქამდე კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ", - ამბობს მოკლულის ბიძა ,,მთავარ არხთან".
ცნობისთვის, პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობისთვის 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა.