ქობულეთში, ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს

პოლიცია

ქობულეთში, ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დანით დაჭრეს. ფაქტი "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ასევე, როგორც საგამოძიებო უწყებაში "რუსთავი 2-ს" უთხრეს, დამნაშავე უკვე დაკავებულია.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს და, შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, სახლში გაწერეს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.