„ქმრის სხეულის ნაწილები ტყეში, ხოლო სახლის იატაკში ჩაბეტონებული პატარა ბიჭი იპოვეს...“ - სენსაციური საქმე, რომლის ფიგურანტი 2-ჯერ დააკავეს

line

ეველინ დიკის საქმე ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური კრიმინალური ქეისია კანადის ისტორიაში. 

1944 წელს სკოლის მოსწავლეების ჯგუფმა ტყეში სეირნობისას ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვა.

როგორც აღმოჩნდა სხეულის ნაწილები ახალგაზრდა ქალის, ეველინ დიკის მეუღლეს ეკუთვნოდა. 

ეველინი ქმრის მკვლელობის ბრალდებით მალევე დააკავეს და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ადვოკატმა განაჩენი გაასაჩივრა და ახალგაზრდა ქალმა საპატიმრო დატოვა. 

ვითარება მალევე შეიცვალა, როდესაც ეველინის პატარა ბიჭის სხეული სახლის იატაკში ჩაბეტონებული აღმოაჩინეს. 

ქალი კვლავ დააკავეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

1958 ეველინ დიკი საპატიმროს ტოვებს, ამის შემდეგ მასზე ცნობები აღარ მოიპოვება.

სენსაციური საქმის მასალები დალუქულია, უცნობია რა მოუვიდა მკვლელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა იწინასწარმეტყველა ვანგამ 2024 წლისთვის

საქართველოში, გარდაცვალების შემდეგ ორგანოების დონორობის სურვილი 1 000 მოქალაქეს აქვს გაცხადებული - ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია

2023 წლის 17 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე მზარდი მთვარეა - რატომაა ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი