მძიმე ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1737143928
ცოტა ხნის წინ ალბანეთში სკანდალის ცენტრში მოექცა KFC-ის ქსელი, სადაც სალმონელით დაინფიცირებული, ჯანმრთელობისთვის საშიში საკვები აღმოაჩინეს.
ხმაური კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები სწრაფი კვების ქსელის მიღმა ქართულ-ალბანური მაფიის კვალზე ალაპარაკდნენ.
გამოცემა prapaskena წერს, რომ ეს ჯგუფი უკვე წლებია, ეწევა კრიმინალურ საქმიანობას ტირანაში, რაც მოიცავს ფულის გათეთრებას, ქოლ-ცენტრების ორგანიზებულ თაღლითობას, მოსახლეობის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ა.შ. აი, რას წერს ალბანური მედია:
„ალბანეთში KFC-ის უკან, რომელიც სალმონელით ინფიცირებულ ქათმის პროდუქტებს ყიდის, ალბანელებისა და ქართველების მაფიოზური ქსელი დგას. იგივე ჯგუფი ასევე იდგა Gulf-ის პირამიდული სქემის უკან, რომელმაც თავისი საქმიანობა პროვოცირებული გაკოტრებით დახურა, 5 მილიონ ევროზე მეტი მიითვისა და სავარაუდოდ, ეს ფული KFC-ის ქსელის გაფართოებასა და უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის გამოიყენა. საქმეში გამოჩნდნენ „ფულის გათეთრებისა“ და საგადასახადო თაღლითობის სქემის ხელმძღვანელი, ალბანო ალიკო, ქოლ-ცენტრების ალბანური ფილიალის უფროსი, ამანტ იოსიფი, 39 წლის ქართველი რევაზ სააკაძე, რომელსაც ბრალი ედება ქოლ-ცენტრის თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში და ასევე ალბანო ალიკოს თანამოაზრე, ოთარ ქათამაძე“.
ვინ არიან ალბანურ მედიაში მაფიოზური დაჯგუფების წევრებად მოხსენიებული პირები? საჯარო წყაროებით დასტურდება, რომ ამანტ იოსიფი დაკავშირებულია ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, კერძოდ „მილტონ გრუპის“ საფარქვეშ მოქმედ ქოლ-ცენტრებთან, საიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს სატელეფონო თაღლითობის გზით, ათობით მილიონი ევრო გამოსძალეს.
ამანტ იოსიფის მიმართ ესპანეთის მოთხოვნით გამოცემულია დაპატიმრების ორდერი. ის დუბაიში გასულ წელს მართლაც დააკავეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად დიდი რაოდენობით გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებითაც დასტურდება, რომ ამანტ იოსიფი არის „მილტონ გრუპის“ ალბანური ფილიალის მმართველი, თავად „მილტონ გრუპის“ უკან კი ასევე საერთაშორისო მედია, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს მოიაზრებს.
ამანტ იოსიფი ჩანს „მილტონ გრუპის“ კორპორაციულ წვეულებებზე გადაღებულ ფოტოებშიც, სადაც ასევე ფიქსირდებიან დავით კეზერაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები. როგორც მინიმუმ, ამანტ იოსიფის მეშვებით, დავით კეზერაშვილთან არის დაკავშირებული ალბანურ მედიაში ნახსენები ოთარ ქათამაძეც, რომელიც ფლობს KFC-ს ბიზნესს, როგორც ალბანეთში, ისე საქართველოში. წყარო ჰყვება, რომ ქათამაძეს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მჭიდრო ფინანსური კავშირები აქვს, ისევე როგორც 39 წლის რევაზ სააკაძეს.
ამავე ჯგუფთანაა დაკავშირბეული კომპანია Pay and Go, რომელიც ალბანეთში 2015 წელს დარეგისტრირდა. ეს კომპანია ბრიტანეთში რეგისტრირებული Untag-ის საკუთრებაშია, რომელსაც დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმიტრი ჩიქოვანი ფლობს. აღსანიშნავია, რომ ალბანური მედიის ცნობით, Pay and Go-ს, KFC Albania-ს და კეზერაშვილის გარემოცვასთან დაკავშირებული კომპანიების სხვა ოფისები ქალაქ ტირანაში, ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.