1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ლეგენდარული ''ტიტანიკის'' რეჟისორი ჯეიმს კამერონი ''ტიტანის'' ტრაგედიაზე კომენტარს აკეთებს.
„ძვლებში ვიგრძენი, რაც მოხდა. მისი ელექტრონიკის და კომუნიკაციის მწყობრიდან გამოსვლის და GPS-ის სისტემის ჩავარდნის შემდეგ, წყალქვეშა ნავი გაქრა. ეგრევე ტელეფონი ავიღე და ზოგიერთ ჩემს ნაცნობს დავურეკე, ისეთებს, ვინც წყალქვეშა ნავების საკითხში გარკვეულია.
დაახლოებით ერთ საათში შემდეგი ფაქტები გავიგე: ისინი სიღრმეში ეშვებოდნენ, 3800 მეტრის სიღრმის ფსკერზე. კომუნიკაცია და ნავიგაცია, რაიმე კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, ისე არ დაიკარგებოდა. პირველი, რაც გავიფიქრე, აფეთქება იყო“, - ამბობს კამერონი.
რეჟისორმა ასევე თქვა, რომ საშინელი ირონიაა "ტიტანის" და მისი ეკიპაჟის ასეთი განადგურება და მას ტიტანიკის ისტორიას ადარებს: "კიდევ ერთი კატასტროფა გვაქვს, რომელიც იმავე გაუფრთხილებლობის პრინციპზეა დაფუძნებული. OceanGate გაფრთხილებული იყო საფრთხეების შესახებ", - თქვა კამერონმა.
კამერონმა ისიც დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, წყალქვეშა მოგზაურობით დაინტერესებული საზოგადოებისგან კომპანიამ წერილიც მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ის "კატასტროფისკენ მიმავალ გზას ადგა".
კამერონი პირველი არაა, ვინც კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. აშშ-ის სასამართლოს დოკუმენტები აჩვენებს, რომ Oceangate-ის საზღვაო ოპერაციების ყოფილმა დირექტორმა გემის უსაფრთხოების პოტენციური პრობლემების შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს გამოთქვა პრეტენზია.
ასევე დაგაინტერესებთ: