მკვლელობა ახმეტაში - მოკლულია მამაკაცი, დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავე

ლენტა

მკვლელობა მოხდა ახმეტაში, ეგრეთ წოდებული წყაროების ტერიტორიაზე. მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. 
მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა ცეცხლსაროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავე და ის, ახმეტის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცები სუფრასთან იმყოფებოდნენ, სადაც კონფლიქტი მოუხდათ, რაც შემდეგ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ორივე მამაკაცი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მცხოვრებია. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, გამოძიება ადგენს.