ვერაზე მოკლული ნიკა ღუნაშვილი დღეს 18 წლის გახდებოდა... - რას წერს გარდაცვლილის დედა
1785580545
მარნეულში, სოფელ წერეთელში, სავარაუდოდ, 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
მედიით გავრცელებული ცნობით, 10 წლის მოზარდის სავარაუდო გატაცების ფაქტი საჯარო სკოლასთან, 4 დღის წინ მოხდა, როცა გოგონა სკოლიდან შესვენებაზე მაღაზიაში გავიდა. მაღაზიიდან გამოსულს კი უცნობმა მამაკაცმა მანქანა გაუჩერა და ტკბილეულით ცდილობდა გოგონა მოეტყუებინა, თითქოს მასთან მშობლებმა გაგზავნეს.