ლაგოდეხში ხუთი ავტომობილი დააზიანეს

მანქანა

ლაგოდეხში ხუთი ავტომობილი დააზიანეს. შემთხვევა, ქალაქ ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის და იქვე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებლის ეზოებში მოხდა.

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი თანამშრომლის და ბინაში მცხოვრები სამი პირის კუთვნილი ავტომობილის საბურავები დაჭრეს და მანქანებს გარეგანი დაზიანებები მიაყენეს.

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, საქარე მინები დაუმტვრიეს ავტომობილს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარშიც.

დაზარალებულები მედიასთან საუბარი არ სურთ.

შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე მუშაობს პოლიცია, რომელიც ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს და დაზარალებულების და ადგილობრივების გამოკითხვას აწარმოებს.

✕