პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პიტერ ტობინს სერიული მკვლელის ნიღაბი მხოლოდ მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც მისი ბოლო მსხვერპლი გლაზგოში ეკლესიის იატაკის ქვეშ დამალული აღმოაჩინეს.
ის საავადმყოფოში დააპატიმრეს , სადაც „მოჩვენებითი ავადმყოფობის“ გამო იწვა.
პიტერის სახელს არაერთი მკვლელობა უკავშირდება. ერთ-ერთი ანჟელიკა კლუკის მძიმე საქმეა.
გოგონა დამლაგებლად გლაზგოში, წმინდა პატრიკის ეკლესიაში მუშაობდა. ის 2006 წლის 24 სექტემბერს გაუჩინარდა. თავდაპირველად, ეჭვი სამ კაცზე ჰქონდათ, მათ შორის, ეკლესიის ხელოსანზე.
იმ დროს, როცა ანჟელიკა გაუჩინარდა, ის სწორედ ეკლესიის ხელოსანს ეხმარებოდა ფარდულის მოხატვაში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეკლესიის ხელოსანი, რომელსაც პეტ მაკლაფლინის სახელით იცნობდნენ, იყო სწორედ სექსუალური მოძალადე პიტერ ტობინი.
ეკლესიის ჩხრეკისას, პოლიციამ აღმოაჩინა იატაკქვეშ სარდაფი, რომელშიც ანჟელიკას სხეული იყო დამალული. მოგვიანებით, დადგინდა, რომ ანჟელიკა დაბმული იყო, ის პიტერმა გააუპატიურა, შემდეგ კი ხის ნატეხით სცემა. მას ნატეხი მკერდში 16-ჯერ ჰქონდა ჩარტყმული.
ანჟელიკა პიტერი პირველი მსხვერპლი იყო, რომელიც აღმოაჩინეს. თუმცა ოფიცერი ვარაუდობდა, რომ მამაკაცს სხვა ქალებიც ჰყავდა მოკლული. დეტექტივს, ასევე, ჰქონდა მოსაზრება, რომ პასუხისმგებელი პირი, შესაძლოა, ცხედრის გადატანას და დაკრძალვას აპირებდა. ანჟელიკას მკვლელობის შემდეგ, ტობინი გადავიდა ლონდონში, სადაც მან გამოიყენა სხვა ცრუ სახელი კვალის დასაფარად.
შემთხვევის ადგილზე, აღმოჩენილი დნმ-ით მონაცემთა ბაზაში პიტერ ტობინი იპოვეს, რომელიც 1994 წელს გაასამართლეს ორი 14 წლის გოგონას გაუპატიურებაში. ამ ამბიდან, 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ის დაბრუნდა რენფრევშირში, სადაც დაიბადა და გაიზარდა.
ტობინის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, სტრატკლაიდის პოლიციამ ფარულად დაიწყო ოპერაცია „ანაგრამა". ოპერატიული გუნდის ამოცანა იყო პიტერ ბრიტონ ტობინის ცხოვრების ქრონიკის შესწავლა, რის შემდეგაც აღმოაჩინეს, რომ მას კიდევ ორი გოგო ჰყავდა მოკლული. განაგრძეთ კითხვა...
ასევე წაიკითხეთ:
„მოულოდნელი ხარჯები დაბალანსდება მნიშვნელოვანი ფულადი ჯილდოებით“ - ვისთვის როგორი იქნება მარტის თვე