ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს

policiis lenti

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში დაპირისპირება ერთი ადამიანის დაჭრით დასრულდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ნაცნობებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაყვანისას კონტაქტური იყო.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.