იტალიაში, 60 ევროს კბილის პასტის ქურდობისთვის, ქართველი მამაკაცი დააკავეს

იტალიის პოლიცია

იტალიაში, ქალაქ სკანცანო ჯონიკოში სამართალდამცველებმა საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა, იგი მაღაზიაში ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ამხილეს.

პოლიციის ცნობით, სავაჭრო ობიექტში ქურდობის შესახებ შეტყობინების შემდეგ ჩატარებული მოკვლევისას გაირკვა, რომ შენობაში ორი მამაკაცი შევიდა. მათ თაროებიდან სხვადასხვა პროდუქცია, უმეტესად კბილის პასტები აიღეს და ჩანთებში ჩაალაგეს.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, ერთ-ერთი მამაკაცი სალაროებს ისე გაცდა, რომ ნივთების საფასური არ გადაუხდია, თუმცა ის ადგილზე დაცვის თანამშრომელმა გააჩერა. პირადი შემოწმებისას ამოღებული ნაქურდალი დაახლოებით 60 ევროდ შეფასდა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გადამოწმებისას დადგინდა, რომ დაკავებული 32 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი.

✕